რუსულმა სასამართლომ Novaya Gazeta-ს ლიცენზია გაუუქმა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ როსკომნადზორის  სარჩელი დააკმაყოფილა და Novaya Gazeta-ს ლიცენზია გაუუქმა. კომუნიკაციის სფეროში რუსეთის ფედერალური ზედამხედველობის სამსახური გამოცემისთვის, 2006 წელს მინიჭებული ლიცენზიის ბათილად ცნობას მოითხოვდა. სარჩელი უწყებამ სასამართლოში ივლისის ბოლოს შეიტანა.

სარჩელი ეფუძნება ორ გაფრთხილებას, რომლებიც გამოცემამ  24 და 28 მარტს მიიღო, ვებსაიტზე ორ სიახლეზე, "უცხოური აგენტების" ეტიკეტების არარსებობის მიზეზით. 

Novaya Gazeta-მ ონლაინ და ბეჭდური საქმიანობა 28 მარტს შეაჩერა. გაზეთის რედაქტორი, დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის ლაურეატია.  მურატოვმა მარტში მედლის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი