"რუსეთში უკრაინის ომისადმი ნეგატიური დამოკიდებულება იზრდება" | დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უშიშროებისa და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით​​, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის დონე ეცემა. 

"მზარდი ნეგატიური დამოკიდებულება ტენდენციაა, რომელიც სულ უფრო მატულობს და სიტუაციის დესტაბილიზაციას და რუსეთის ფედერაციის ფსევდოფედერალური ფორმირების მთელ სტრუქტურას ძირს უთხრის. ქვეიმპერია უნდა განადგურდეს!" - წერს დანილოვი Twitter-ზე.

ცნობისთვის, 8 აპრილს, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა განაცხადა, რომ რუსებს შორის გამოკითხულთა 74% მხარს უჭერდა უკრაინის ომს. ივლისში რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა დახურული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა მხოლოდ 57%-მა დაუჭირა მხარი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი