
მსოფლიო ისევ ბირთვული საფრთხის წინაშე დგას - ინტენსიური დაბომბვების გამო ავარიულად გაითიშა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ბოლო, მე-6 ენერგობლოკი. რადიაციის გაჟონვის მაღალი რისკის გამო უკრაინაში იოდის შემცველ პრეპარატებს ყოველდღიურად არიგებენ. მოსახლეობას კი კატასტროფის შემთხვევაში გადარჩენის სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებენ.
იოდის შეძენა დაიწყო უკრაინის მოსაზღვრე მოლდოვამაც. ზაპოროჟიეს ირგვლივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე დღეს საათნახევრის განმავლობაში საუბრობდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ავტორი: ზურა პეტროსიანი