დროებით ოკუპირებულ ხერსონში რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო.

ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვის თქმით, რეფერენდუმის გადადების მიზეზი უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებაა.

"ხერსონის რეგიონი მზად არის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩასატარებლად, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო, აღებულ იქნა პაუზა“, – თქვა სტრემოუსოვომ.

CNN-ის ინფორმაციით, სტრემოუსოვის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ უკრაინამ ხერსონის რეგიონში კონტრშეტევის წამოწყების შესახებ განაცხადა.

მანამდე, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რეფერენდუმების ჩატარების მცდელობას ფარსი და ცირკი უწოდა. მან ასევე მოსახლეობას მოუწოდა, არ მიიღონ მათში მონაწილეობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი