
უკრაინა მის ტერიტორიაზე ჩადენილ 32 000 სამხედრო დანაშაულს იძიებს, - ამის შესახებ უკრაინის ახალმა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრალი უკვე წაუყენეს სამხედრო დანაშაულებთან კავშირში მყოფ 160 რუს სამხედროს, მათგან 15 სამეხდრო ტყვეა, 9 რუსი სამხედროს საქმეზე კი განაჩენი უკვე ცნობილია. კოსტინის თქმით, სამხედრო დანაშაულების სრულყოფილი გამოძიებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალია საჭირო.
"სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად და დასასჯელად არის უკრაინისთვის ცენტრალური საკითხი. მსოფლიო საზოგადოებისთვის ეს იქნება ძლიერი სიგნალი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა არ დარჩება დაუსჯელი“, - ამბობს კოსტინი.
ცნობისთვის, ანდრეი კოსტინმა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირინა ვენედიქტოვა 4 აგვისტოს შეცვალა.