ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 50 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 6 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 50 150 ;
  • ტანკი -77 2077;
  • ჯავშანტექნიკა - 4 484 ;
  • საარტილერიო სისტემა - 1 179 ;
  • სარაკეტო სისტემა - 296;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 156;
  • თვითმფრინავები - 236;
  • ვერტმფრენი - 207;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 876;
  • საკრუიზო რაკეტები - 209;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 305;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 109.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი