
რუსეთი მილიონობით რაკეტებსა და საარტილერიო ჭურვებს ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს. ინფორმაციას რამდენიმე ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ სანქციების გამო რუსეთი იძულებული გახდა სამხედრო ტექნიკა ჩრდილოეთ კორეისგან შეეძინა.
წყარო ასევე აცხადებს, რომ რუსეთი დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას ჩრდილოეთ კორეისგან მომავალში ისევ შეეცდება.
რუსეთისთვის მიწოდებული იარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
კიმ ჩენ ინის რეჟიმი რუსეთ-უკრაინის ომში აშშ-სა და დასავლეთს ადანაშაულებს "ჰეგემონური პოლიტიკის" გატარებაში, რომელიც მისი თქმით, ამართლებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენებას.
გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და პირობა დადო, რომ გააღრმავებს თავის "ამხანაგურ მეგობრობას" მოსკოვთან.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ორი ქვეყანა გააფართოებს "ყოვლისმომცველ და კონსტრუქციულ ორმხრივ ურთიერთობებს".