"განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევოკავშირისკენ მიმავალ გზაზე" | ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევოკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ეს შეხვედრა იყო განსაკუთრებული მოვლენა, რადგან ის იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები რომლებიც საქრატელომ უნდა გადადგას ევროკავშირის გზაზე და ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველოს ეკუთვნის. ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ფასეულობებს და გვაქვს ერთი და იგივე მიზნები. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩვენ ეს კარგად გვესმის" - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო და ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. 

"ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა  უკრაინაში მიმდინარე ომზემათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა, უმაღლესო წარმომადგენელო, გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ" - თქვა მან. 

ღარიბაშვილის განცხადება სრულად:

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი