რა ვითარებაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში | IAEA ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

რა ვითარებაა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც წერია, რომ გასულ კვირას ჩატარებული შემოწმების შედეგად, ინსპექტორებმა რამდენიმე დაზიანება დააფიქსირეს. მათ შორისაა გადამუშავებული და გამოუყენებელი ბირთვული საწვავის საცავი. 

ანგარიშში წერია, რომ დაზიანებულია ტურბინების დაზეთვისთვის განკუთვნილი ზეთის ავზი, შენობის ახლოს მდებარე კომპლექსი, სადაც რეაქტორი მდებარეობს, სასწავლო კორპუსი, შენობა, რომელის სადგურის ფიზიკური დაცვის საავარიო სისტემაა განლაგებული, ასევე კონტეინერი, რომელშიც რადიაციის მონიტორინგის სისტემაა განლაგებული. 

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ელექტროსადგურის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა. ისინი შეესწრნენ სროლებსაც. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ელექტროსადგურის გარშემო აუცილებელია "უსაფრთხოების ზონის" დაწესება. 
IAEA-მ მზადყოფნა გამოთქვა, ამ საკითხში მას დახმარება გაწიოს.

სააგენტო გამოდის მოწოდებით, შეწყდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით სროლა, რადგან, მათი თქმით, ამან შეიძლება „ბირთვული ინციდენტი“ გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი