რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკში სკოლა და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს - მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსემა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ლიახმას ინფორმაციით, გამთენიისას განხორციელებული შეტევებისას ოკუპანტების მიერ ნასროლი 2 რაკეტა სკოლას მოხვდა, დაიბომბა მრავალსართულიანი სახლები. დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ტალღამ სხვა შენობებიც დააზიანა.

სლავიანსკის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი