
"მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვივამედიდან გავრცელებულ მორიგ წერილში წერს.
რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები. "რეფერენდუმები" რუსებმა ყველგან გადადეს "უსაფრთხოების" გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელს მსოფლიოს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.