კირბის თქმით, უკრაინას კრეისერ "მოსკოვის" ჩაძირვაში აშშ დაეხმარა

გამოქვეყნდა:

უკრაინას რუსული სამხედრო ხომალდის, კრეისერ მოსკოვის ჩაძირვაში შეერთებული შტატები დაეხმარა. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი საუბრობს და ამბობს, რომ აშშ ომში მყოფ ქვეყანას დაზვერვაში დაეხმარა, რის შემდეგაც უკრაინელებმა ხომალდს ჭურვები ესროლეს. ამ საკითხზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი დამატებით არაფერს ამბობს. 

ასევე, გამოცემა Defense One კი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეზე, ბილ ლაპლანტზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა ის ადამიანები, რომლებმაც შემდეგ კრეისერი მოსკოვი ჩაძირეს. 

ცნობისთვის, გემი, რომელიც ომის პირველივე დღეს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა კუნძულ ზმეინიდან на х*й-ზე გაუშვეს, უკრაინელებმა 13 აპრილს დაბომბეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი