პანდემიით გამოწვეული 4-თვიანი კარანტინის შემდეგ მილანში ლა სკალა გაიხსნა. ოპერის სახლის გახსნის ცერემონიას 600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ლა სკალას ადმინისტრაციის განცხადებით, ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანებს პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. მალე გახდება ცნობილი იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ლა სკალას სცენაზე უახლოეს მომავალში გაიმართება.