
რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზნით, გერმანული აუდიტორიისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ვებგვერდი შექმნეს. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, ვებგვერდი გერმანული აუდიტორიისთვის 7 სექტემბერს გაჩნდა, თუმცა ის 30 სექტემბერს უნდა გაეშვათ.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ცნობით, საიტის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის აპარატის ოფიციალურ რესურსებზე არ არის შექმნილი და პორტალი უკრაინის დასახმარებლად ფონდის საფარქვეშ თანხების მისაღებად შეიქმნა.
"ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინელებს და საერთაშორისო საზოგადოებას, არ ენდონ რუსულ ყალბ გვერდებს და გაითვალისწინონ ინფორმაცია ექსკლუზიურად უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის აპარატის ოფიციალური გვერდებიდან" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს ეგრეთ წოდებული "ზელენსკის ფონდის" ყალბი ვებგვერდი და მოამზადეს ფართო მედიაკამპანია უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის.