უკრაინელებმა ხარკოვში 23 დასახლება გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 23 
დასახლება გაათავისუფლეს და რუსი ოკუპანტების თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს.

"ხარკოვის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 23-ზე მეტი დასახლება, უკრაინული ჯარები რუსების თავდაცვაში 50 კმ სიღრმეზე შეიყვანეს" - განაცხადა უკრაინის გენერალური შტაბის მთავარმა ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა.

ცნობისთვის, ეს არის პირველი ოფიციალური კომენტარი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე ხარკოვის მიმართულებით ბალაქლეას მახლობლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი