
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის უილიამ ბერნსის თქმით, რუსეთი "ძალიან მძიმე ფასს" გადაიხდის უკრაინაში ომისთვის.
"არა მხოლოდ რუსული არმიის სისუსტე გამოაშკარავდა, არამედ ამის შედეგად რუსეთის ეკონომიკასა და რუსების თაობებს გრძელვადიანი ზიანი მიადგებათ“, - თქვა ბერნსმა.
ამერიკული მედიის ცნობით, ბერნსმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ხარკოვშიკონტრშეტევა დაიწყო.