
"ამერიკელი სტუმრების ვიზიტი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ლიდერობას. ისინი მხარს გვიჭერენ თავისუფლებისთვის ომში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. დიდი მადლობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, კონგრესს, სახელწიფო დეპარტამენტს და ამერიკელ ხალხს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა გარანტიაა იმისა, რომ უკრაინა შეძლებს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ.