
"ხერსონში უკრაინის კონტრშეტევა "გამამხნევებელ ნიშნებს" იძლევა" - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს. CNN-ის ცნობით, მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უკრაინელები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული იარაღის თავიანთ ოპერაციებში ინტეგრაციის კუთხით "კრეატიულები" იყვნენ.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კონტრშეტევის პროგრესს, როგორც თქვენ წარმოიდგენთ... ვფიქრობ, ჩვენ ვნახეთ გამამხნევებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, თუნდაც ბოლო ორი დღის განმავლობაში" - თქვა პარასკევს თავდაცვის მდივნის მოადგილემ, საშა ბეიკერმა.
"მაგრამ კიდევ ერთხელ, რუსები არიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, და ვფიქრობ, ხანგრძლივი ბრძოლა გველის" - აღნიშნა მანვე.
გამოცემა წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის ბოლოდროინდელ ოპერაციას "კონტრშეტევა" უწოდა.