
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა. ბერბოკის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია, აჩვენოს, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის გვერდით ყოფნას ვიდრე ეს საჭირო იქნება "იარაღის მიწოდებით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით".
"ჩემთვის ცხადია, რომ პუტინის მიზანია უკრაინის მხარდაჭერით დავიღალოთ. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და რომ მას შეუძლია გამოგვაცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად. პუტინის გათვლა არასწორი იყო, რადგან მთელმა ევროპამ იცის, რომ უკრაინა იცავს ჩვენს მშვიდობიან წესრიგს", - თქვა მან.
ბერბოკი კიევში პოლონეთიდან ჩავიდა, მას თან ახლავს მცირერიცხოვანი დელეგაცია.ვიზიტის ფარგლებში ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გეგმავს.
აღსანიშნავია, ეს უკრაინაში ბერბოკის მეორე ვიზიტია რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბერბოკი ქვეყანაში პირველად მასში ჩავიდა.