მტერი ძალიან ცუდ დღეშია, ოკუპანტები გარბიან - სერგეი გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი უკრაინელი სამხედროების წარმატებულ კონტრშეტევებზე სუბრობს და ამბობს, რომ რუსი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარბიან.

გაიდაის თქმით, ოკუპანტები ასევე ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებსაც.

"ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის, მტერი ძალიან ცუდ დღეშია. ოკუპანტები გარბიან სვატოვიდან, სტარობევრსკიდან და ტროიცკიდან, ასევე ნივთებს აგროვებენ, ტოვებენ 2014 წლიდან ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის უკრაინულ ქალაქებს. ოჯახები რუსეთში გააგზავნეს. არ უნდა ველოდოთ, რომ ხვალ გავათავისუფლებთ მთელი ლუგანსკის რეგიონს, მაგრამ პროგრესი უზარმაზარია. ბრძოლა საკმაოდ მძიმეა, მაგრამ დამპყრობლები ყველა დასახლებული პუნქტიდან გარბიან. უახლოეს მომავალში საოცარ ამბებს გავიგებთ სვატოვოდან, კრემენაიადან და რუბიჟნოედან.

მთელი დღის განმავლობაში მოგვდის ინფორმაცია, რომ სეპარატისტები და ოკუპანტები შეშინებული არიან. კრემინოეში ჩვენმა სამხედროებმა უკრაინული დროშა აღმართეს", - თქვა სერგეი გაიდაიმ.

ცნობისთვის, ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, დონეცკის მიმართულება, ვასილევსკია, სავინსკი და სრტემეკა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი