
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში ქალაქი ჩკალოვსკი გაათავისუფლეს.
"და ყველგან ასე იქნება. ჩვენ ოკუპანტებს ყველა უკრაინის ქალაქიდან და სოფლიდან განვდევნით",- წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ქვეყნის სამხრეთით უკრანული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება. ბოლო სამ დღეში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები, მათ შორის, იზიუმი, კუპიანსკი, ლიმანი, დონეცკის მიმართულება, ვასილევსკია, სავინსკი და სრტემეკა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, სექტემბრიდან უკრაინამ ქვეყნის ტერიტორიის 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა.