"პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს დაღუპულებს, უკრაინამ კარგად იცის რა არის ტერორიზმი" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 11 სექტემბერს დაღუპულებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ამერიკისა და მსოფლიო ისტორიაში. უკრაინამ, რომელიც ყოველდღიურად სარაკეტო თავდასხმებს განიცდის, კარგად იცის, რა არის ტერორიზმი და გულწრფელად თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს. ტერორიზმი არის ბოროტება, რომელსაც ადგილი არ აქვს თანამედროვე მსოფლიოში!

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 21 წელი გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი