"მტერი უკვე შეეგუა... ახლა ხარკოვიდან ძალების გაყვანას ცდილობენ, ტოვებენ ტექნიკას"... | უკრაინაში მებრძოლი ქართველები მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

ქართველი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში ამ დრომდე იბრძვიან და ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ამბობენ, რომ მტერი უკვე შეეგუა, რომ სტრატეგიული და ოპერატიული ინიციატივა მთლიანად უკრაინის მხარესაა და ახლა ისინი ხარკოვის ტერიტორიის დატოვებას მაქსიმალურად ცდილობენ. 

"ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოპერატიულიც და სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად უკრაინის მხარეზეა. პრინციპში, მტერმა უკვე შეეგუვნენ და ერთადერთი, რასაც ცდილობენ მაქსიმალურად, ხარკოვის ტერიტორიიდან გაიყვანონ ძალები ისე, რომ მოხდეს მათი ალყაში მოხვედრა და ცოცხალი ძალის განადგურება. ტოვებენ ტექნიკას ეს ყველაფერი დაიწყო რეალურად თუ გახსოვთ როდესაც სადღაც თუ არ ვცდები ივლისის თვეში პრეზიდენტის და სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, უფრო პოლიტიკოსების მხრიდან, გაჟღერებული იყო რომ ჩვენ უნდა ხერხონი დავიბრუნოთ. ხერსონი და ხარკოვი ორი უკიდურესი სხვადასხვა მიმართულებაა, საკმაოდ შორსაა ხო... ჩაგდებული იყო ანკესი, რომ აი ჩვენ აქეთ ვაპირებთ, მათ ეს ანკესი გადაყლაპეს..." - ამბობს ირაკლი ქურასბედიანი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი