გაქცეული რუსები და უკრაინული შემოდგომა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინული სასწაული, მშვენიერი უკრაინული შემოდგომა. ბოლო დღეებია, უკრაინის ისტორიის გმირული და საამაყო ფურცელი იწერება - თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარული ბოროტების იმპერიას ამარცხებს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში 3000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, თითქმის მთლიანად განდევნეს ოკუპანტები ხარკოვის ოლქიდან, ნელ-ნელა დაიწყო დონეცკის ოლქის რუსული არმიისგან გაწმენდაც. უკრაინელი სამხედროები თითქმის უკვე მიადგნენ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს ბელგოროდის მონაკვეთთან. ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები გათავისუფლებული მიწებიდან უკანმოუხედავად გარბიან.

არადა, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომლის არათუ მტრები, მეგობრებიც კი თვლიდნენ, რომ ის ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში დაეცემოდა. დღეს კი ვხედავთ, რომ უკრაინელები არავისთვის და არაფრის ფასად არ აპირებენ საკუთარი ქვეყნის თუნდაც ერთი მტკაველი დათმონ.

მიზანი რომ სრული დეოკუპაციაა, ყირიმისა და დონბასის გათავისუფლების ჩათვლით, უკრაინის ხელისუფლება არც არადროს მალავდა. ახლა ეს მიზანი სულ უფრო ხელშესახებ კონტურებს იღებს. ისიც გასაგებია, რომ ზედმეტი ოპტიმიზმის ადგილი ომში არაა, მაგრამ გათავისუფლებული უკრაინული ქალაქებიდან გავრცელებული ემოციური ვიდეობი დილეტანტისთვისაც კი გასაგებს ხდის, რომ ახლა სტრატეგიული და ოპერატიული ინიციატივაც სწორედ უკრაიანის ხელშია. უკრაინა დამაჯერებელად მიდის საბოლოო გამარჯვებისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი