ხარკოვის რეგიონში საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ | უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი ხარკოვის რეგიონში საზღვრის სრული კონტროლის შესახებ აცხადებს. მის ამ განცხადებას უკრაინული მედია ტელეგრამის თავიანთ არხებში ავრცელებს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინებუგოვის თქმით კი, შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს. 

აქვე, ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, სოფელ იარემოვკას ანძაზე უკრაინის დროშა აღმართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი