
"უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს და უკრაინელ მებრძოლებს მიმართავს.
ჩვენი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს.
მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ
დაინახავთ, როგორ ბრწყინავენ ჩვენი ხალხის თვალები და დაინახავთ გაქცეულ ოკუპანტებს, რომლებიც ამას კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ჩვენ კი ამას, გამარჯვებას დავარქმევთ, - განაცხადა ზელენსკიმ.