რუსი დამპყრობლები ისე გარბიან, რომ უკან დატოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც, უწყების თქმით, რუსების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას ასახავს.

"რუსი დამპყრობლები უკრაინელ ჯარისკაცებისგან ისე გარბიან, რომ უკან დატოვებენ საბრძოლო მასალის მთელ არსენალს. და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ მათ დანიშნულებისამებრ - მტრის წინააღმდეგ", - წერს უწყება. 

ცნობისთვის, უკრაინის სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების წარმატებული კონტრშეტევები გრძელდება.  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი