რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით, 52 950 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 12 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 52 950;
  • ტანკი - 2 168 ;
  • ჯავშანტექნიკა - 4 640;
  • საარტილერიო სისტემა - 1 269;
  • სარაკეტო სისტემა - 311;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 162;
  • თვითმფრინავები - 243;
  • ვერტმფრენი - 213;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 903;
  • საკრუიზო რაკეტები - 216;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 463;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 117.

ცნობისთვუს, კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი