რუსულმა დაბომბვამ კიდევ ერთხელ გათიშა დენი და შეწყვიტა წყალმომარაგება ხარკოვში

გამოქვეყნდა:

ორშაბათს რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა კიდევ ერთხელ გათიშა ელექტროენერგია და შეწყვიტა წყალმომარაგება ხარკოვში. განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვი დაწერა. მან რეგიონის ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ დარტყმებს რუსეთის "შურისძიება" უწოდა უკრაინის წარმატებაზე.

"მეორდება გუშინდელი საღამოს სიტუაცია. დაბომბვის გამო, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გამორთული იყო", - თქვა მან.

მისი თქმით, სპეციალური სამსახურები მუშაობენ დაბომბვის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი