"უკრაინაში, დაახლოებით 160 000 კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება" | შაპოვალოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 160 000 კვადრატულ კილომეტრს განაღმვა სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვმა განაცხადა.

"12 სექტემბრის მდგომარეობით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, 253 000-ზე მეტი ფეთქებადი ობიექტია გაუვნებელყოფილი, გასუფთავებულია 1 761 კმ სარკინიგზო ხაზი და 2 920 კმ გზა, 70 000 ჰექტარი ტერიტორია კი შემოწმებულია “, - განაცხადა შაპოვალოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია იყენებს როგორც მოძველებულ საბრძოლო მასალას, ასევე განადგურების ახალ მეთოდებს.

შაპოვალოვის ინფორმაციით, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით თვითნაკეთი საბრძოლო მასალა და ნაღმის მახეები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი