
რუსეთის შეჭრის შემდეგ, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში სულ მცირე 1 000 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქალაქო საბჭოს დეპუტატმა მაქსიმ სტრელნიკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვალების ძირითადი მიზეზები სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების არარსებობა, ასევე შეიარაღებული და საჰაერო თავდასხმები იყო.
მისივე განმარტებით, ოკუპანტები შეეცადნენ დაეფარათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები, ამიტომ ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტება სჭირდება.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციების შედეგად ქალაქის სულ მცირე ათასი მცხოვრები დაიღუპა. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაზარალდა იმის გამო, რომ მათ დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებით, რადგან ოკუპანტებმა ჯერ კიდევ მარტში გაანადგურეს ყველა სამედიცინო დაწესებულება“, - აცხადებს სტლენიკი..
ბოლო ინფორმაციით, ქალაქში ინფრასტრუქტურის 80% განადგურებულია. ქალაქის ხელმძღვანელობა ოკუპანტების მიერ განადგურებული ობიექტების სიცივეების დაწყებამდე აღდგენას გეგმავს.