
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების შესახებ ცნობების გამო, მათ შორის სომხეთის შიგნით დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ ცნობების შესახებ.
როგორც უკვე დიდი ხანია ავღნიშნეთ, კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტდეს სამხედრო მოქმედებები", - წერია განცხადებაში.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ, სომხეთი ამბობს, რომ ცეცხლი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც გახსნეს, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს. შეტაკებებს მოყვა მსხვერპლი.