
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურად რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი 200-მდე ომის დანაშაული ფიქსირდება.
გენშტაბის ცნობით, გათავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში ნაღმების საშიშროება კვლავ მაღალია. 10 რაიონში 70 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი დანაღმულია საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
"თავდაცვის ძალები იღებენ ზომებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს მშვიდობიანი ცხოვრება გათავისუფლებულ სოფლებს", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს. ინფორმაციას და ფოტოებს უმაღლესი რადას უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრი მარიანა ბეზუგლა ავრცელებს.