სომხეთმა აზერბაიჯანთან შეტაკებების შემდეგ დასახმარებლად რუსეთსა და ОДКБ-ს მიმართა

გამოქვეყნდა:

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

მანამდე, 13 სექტემბრის ღამეს ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საჭოს სხდომა გაიმართა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მიემართათ რუსეთის ფედერაციისთვის, რათა ამოქმედებულიყო მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება მეგობრობასთან, თანამშრომლობასთან და ურთიერთდახამრებასთან დაკავშირებით, ასევე მიემართათ ОДКБ-სა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის. 

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი