
კიევის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, რომ ბალაკლეაში აღმოჩენილ ერთ-ერთ სარდაფში ნაწამები ცხედრები აღმოაჩინეს.
ნებიტოვის თქმით, ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას კლავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.
"ხალხს კლავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ, ეს ოკუპანტების ერთ-ერთი ხელწერაა. ეს არის კადრები ავტოფარეხიდან, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ერთდროულად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც აგრესორებისგან დამალვას ცდილობდნენ, სიკვდილით დასაჯეს. ძვლების შეფერილობა იმაზე მეტყველებს, რომ ცხედრები საწვავით იყო გაჟღენთილი და შემდეგ დაწვეს", - თქვა ანდრეი ნებიტოვმა.
ცნობისთვის, გუშინ 12 სექტემბერს დეოკუპირებულ ბალაკლეაში, ერთ-ერთ სარდაფში, რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს.