
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ უკრაინამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა კონტრშეტევები ახალი დაწყებულია და პროგნოზის გაკეთება რთულია.
"ვფიქრობ, არასწორი იქნება იმის პროგნოზირება საით, როდის და როგორ წავა ეს ყველაფერი, თუმცა ცხადია, ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი პროგრესი უკრაინელების მიერ, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთით", - თქვა ბლინკენმა.
საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და სხვა მოკავშირეების დახმარებაზე, რომელიც მათ უკრაინას გაუწიეს: "თუმცა პირველ რიგში და ყველაზე მეტად, ეს შედეგია უკრაინელი სამხედროებისა და უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის. უკრაინა არ ეკუთვნის რუსეთს, ის ეკუთვნის უკრაინელ ხალხს", - თქვა მან.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ძალებსა და იარაღს უკრაინაში.
"ქვეყნის ბრუტალიზაცია გრძელდება რუსი აგრესორის მიერ და, სამწუხაროდ, ამის პერსპექტივა გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, გამამხნევებელია უკრაინის პროგრესის დანახვა", - თქვა მან.