
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ხარკოვის მთელი რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კირილო ტიმოშენკომ მიზეზად რუსული ძალების მიერ დაბომბვა დაასახელა.
"ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვი და რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა. სარეზერვო ხაზი, რომელიც ამარაგებდა დასახლებებს, ჩაიშალა. ახლა ყველა ძალა მიმართულია პრობლემის აღმოსაფხვრელად. ეს არის რუსების მიერ წინა დღით (ორშაბათს) მზაკვრული დაბომბვის შედეგები", - თქვა ტიმოშენკომ Telegram-ზე.
ქალაქ ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დერჰაჩის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ქალაქის ცენტრში და მიმდებარე ქალაქებში.