უკრაინის პორტებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული კიდევ 7 გემი გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, კიდევ შვიდმა გემმა, 151,5 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატოვა ოდესის, ჩორნომოვსკისა და იუჟნის პორტები. გემები აზიისა და ევროპის ქვეყნებში მიდიან.

"უკრაინული საკვებით დატვირთული პირველი გემის გაშვების დღიდან უკვე ექსპორტირებულია 2,9 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, საერთო ჯამში უკრაინის პორტებიდან გავიდა 129 გემი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით, რომლებიც გაგზავნეს აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში", - აცხადებს სამინისტრო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი