უკრაინას სურს "როსატომი" EU-ს სანქციების ახალ პაკეტში მოხვდეს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინას სურს რუსეთის "როსატომის" (რუსეთის ბირთვული უწყება) ჩართვა ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტში. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ RBC-Ukraine-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტზე საუბრისას კულებამ თქვა, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, რომელსაც ესწრებიან არა მხოლოდ რუსი სამხედროები, არამედ "როსატომის" თანამშრომლებიც.

"მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესების ყველა საფუძველი არსებობს. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც მათთან ერთად იმუშავებენ ამის წინააღმდეგ", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის პროგნოზით, ევროკავშირმა ახალი სანქციების პაკეტი შესაძლოა უფრო სწრაფად მიიღოს, ვიდრე წლის ბოლომდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი