ხარკოვის ოლქის 95% ოფიციალური კიევის კონტროლს უბრუნდება | უკრაინის არმია რუსეთის საზღვარს უახლოვდება

გამოქვეყნდა:

ხარკოვის ოლქის 95 პროცენტი ოფიციალური კიევის კონტროლს უბრუნდება. საოკუპაციო არმია ბრძოლის ველს ტოვებს და რუსეთ-უკრაინის საზღვისკენ მიიწევს. წარმატებული კონტრშეტევების სერიის შემდეგ გენერალურმა შტაბმა ახალი გეგმის შესრულება დაიწყო. სამიზნე დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქია. უკვე გათავისუფლებულია პირველი ქალაქი - სვიატაგორსკში კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

მომდევნო დღეებში მთავარი სტრატეგია ქვეყნის აღმოსავლეთით კონტრშეტევების კიდევ უფრო გაძლიერება იქნება. როგორც ჩანს კრემლი ახალ ყველა ცუდი სცენარისთვის იწყებს მზადებს. ტელეგრამ არხებით გავრცელდა ეფ-ეს ბეს 2 დოკუმენტი, ერთი ადგილობრივ მოსახლეობას ყირიმის ნახევარკუნძულის დატოვების ნებართვას მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში აძლევს, მეორე კი ადასტურებს, რომ მოსკოვი ევაკუაციისთვის ემზადება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი