
ესტონეთმა უკრაინას მეორე საველე ჰოსპიტალი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ესტონეთის მთავრობამ 18 აგვისტოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საველე ჰოსპიტალს მოიცავდა.
ჰოსპიტალის გარდა, პაკეტში შედის ნაღმტყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთმა პირველი საველე ჰოსპიტალი უკრაინას ომის დასაწყისშივე გადასცა. გარდა ამისა, ესტონეთმა, რომლის სამხედრო ბიუჯეტიც დაახლოებით 600 მლნ ევროა, უკრაინას თითქმის 250 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.