უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა მხოლოდ რუსეთისთვის იყო მოულოდნელი - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

უკრაინის კონტრშეტევის წარმატებამ არ გაჰკვირვებიათ კიევის მოკავშირეებსა და პარტნიორებს -  ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა ისაუბრა.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოავლინეს უკრაინელებმა გამაოგნებელი ადაპტაციის უნარი და საბრძოლო შესაძლებლობის გამოყენების ეფექტურობა. ამიტომ, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ისე სწრაფად მოქმედებენ, როგორც ვნახეთ. ვფიქრობ, თუ ვინმეს გაუკვირდა, ეს ალბათ რუსები იყვნენ", - თქვა რაიდერმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 8 000 კვ.კმ ტერიტორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი