
თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით და მოუწოდებს ორივე ქვეყნის მთავრობებს აღადგინონ პირდაპირი კომუნიკაციები დიპლომატიური და სამხედრო არხებით.
"ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მთავრობასთან, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ძალადობის დასასრულებლად. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ თავი შეიკავონ შემდგომი სამხედრო მოქმედებებისგან", - თქვა კირბიმ.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ. ბოლო ცნობებით, შეტაკებებს 100-მდე პირი ემსხვერპლა, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მხარეს.