რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 53 650 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 14 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით - 53 650;
  • ​ტანკი - 2 180;
  • ჯავშანტექნიკა - ​4 665;
  • საარტილერიო სისტემა - 1 290;
  • სარაკეტო სისტემა - 311;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 167;
  • თვითმფრინავები - 246;
  • ვერტმფრენი - 215;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 908;
  • საკრუიზო რაკეტები - 233;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 501;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 120.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი