ოთხშაბათს მიკოლაევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს, უკრაინის საპორტო ქალაქ მიკოლაევში რუსეთის დაბომბვას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა და 6 დაშავდა. ინფორმაცია რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა.

"დაახლოებით 01:10 საათზე მიკოლაივი დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, ეს იყო S-300 რაკეტები. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება, ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები", - თქვა კიმმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმის გამო ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

კიმმა მოუწოდა მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ელექტროსადგურების სიახლოვეს მოხვედრისგან, შესაძლო დაბომბვის რისკის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი