
კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, თვითონვე არ აპირებდა მონაწილეობას ელიზაბედ II-ის დაკრძალვის ღონისძიებაში მონაწილეობას. მის კომენტარს რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
"თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა, პრეზიდენტს თავიდანვე არ ჰქონდა სხვა გეგმები მემორიალებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობაზე", - თქვა პესკოვმა.
გუშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დაკრძალვის ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა.