ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით ლურჯ ცას ვეძებდით, დღეს მხოლოდ ერთს ვეძებთ, უკრაინის დროშას - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ იზიუმში ჩავიდა ამბობს, რომ კიევი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - წინ და გამარჯვებისკენ. მისი თქმით, ახლა უკრაინელები როცა მაღლა იხედებიან მხოლოდ ერთს ეძებენ - უკრაინის დროშას.

"ადრე, როცა მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ლურჯ ცას ვეძებდით. დღეს, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას. ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზიუმში. და ეს ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქში და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი იზიუმში დღეს მოულოდნელად ჩავიდა. ქალაქში, საზეიმოდ აღმართეს სახელმწიფო დროშა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი