
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე ფილმს იღებენ.
ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებს დაეთმობა, რომლებიც ქალაქ ბუჩაში, ვორცელში, გოსტომელსა და ირპენში 2022 წლის თებერვალ-აპრილში რუსული ოკუპაციის დროს მოხდა.
ფილმს უკრაინაში იღებენ, მასში მოთხრობილია ბუჩის ერთ-ერთი მცხოვრების, კონსტანტინ გადაუსკასის ისტორიაც. გადაუსკასი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიტიკურად დევნილია და უკრაინაში ცხოვრობს
იმის გამო, რომ მას ყაზახეთის პასპორტი ჰქონდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მშვიდობიანი ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. ჯამში მან ქალაქის 203 მცხოვრები იხსნა, თუმცა, ამავდროულად, დასახლებებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკეების მოწმეც გახდა.
ფილმი ასევე მოგვითხრობს ცნობილ უკრაინელ კომპოზიტორზე, იჰორ პოკლადზე, რომელიც მშობლიურ ქალაქ ვორზელში იმყოფებოდა, როცა ომი დაიწყო.
ფილმის გადაღებები ზამთარშია დაგეგმილი, პრემიერა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.
ცნობილია, რომ მთავარი ანტაგონისტის როლს უკრაინელი მსახიობი ვიაჩესლავ დოვჟენკო შეასრულებს.
გადაღებები უცხოელი ინვესტორების დაფინანსებით მოხდება.