უკრაინა ახალი დახმარების მოლოდინში | ქვეყანა კონტრშეტევებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

უკრაინა შეტევას არ აჩერებს. პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად ჩავიდა გათავისუფლებულ ქალაქ იზუმში, აღმართა დროშა და მებრძოლებს, ქვეყანას და დასავლელ პარტნიორებს მიმართა.

დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ვიდეოგზავნილი, რომელშიც დასვა მთავარი კითხვა - ვინ იქნება შემდეგი. ფაქტობრივად ამ კამპანიის გამოხმაურებად ჟღერდა დღეს ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებიც ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.

დასავლეთი კიდევ ერთხელ და საჯაროდ აღიარებს, რომ 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და სხვა შემთხვევებშიც შეცდომა დაუშვა, როდესაც არ მოუსმინა პარტნიორებს და რუსეთის კეთილმეგობრობის იმედად იყო.

ამ სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ შტურმს, კრემლი კვლავ ერთადერთი მეთოდით პასუხობს. რუსული არმია ისევ სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს, რაც ყოველდღიურად ზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი