შოლცი ამბობს, რომ პუტინი უკრაინაში ომს შეცდომად არ თვლის

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას შეცდომად არ თვლის. განცხადება შოლცმა დღეს ჟურნალისტებთნ საუბრისას გააკეთა.

გერმანიის კანცლერი, პუტინს გუშინ, 13 სექტემბერს ტელეფონით ესაუბრა. საუბარი 90 წუთი გაგრძელდა. მან რუსეთს მოუწოდა პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს.

შოლცის თქმით, უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა "რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი შანსი იქნება". თუმცა, მისი თქმით "სამწუხაროდ" პუტინს უკრაინაში შეჭრაზე პოზიცია არ შეუცვლია.

ჟურნალისტებთან საუბრისას შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა პუტინთან საუბრის მნიშვნელობას. "მართებულია ვისაუბროთ ერთმანეთთან და ვთქვათ, რაც სათქმელია ამ თემაზე", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი